
იობი 10:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განაახლებ მოწმეებს ჩემ წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემ წინააღმდეგ.
იობი 10:17 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 10:17 კონტექსტში
10:15თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!
10:16წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე.
10:17განაახლებ მოწმეებს ჩემ წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემ წინააღმდეგ.
10:18რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე!
10:19ვყოფილიყავი როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი.
პარალელური ადგილები: იობი 10:17
- რუთი 1:21სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა.
- იობი 16:8ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება.
- ფსალმუნები 55:19მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი, სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.
- იობი 19:6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.
- იობი 19:11თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის;
- იობი 16:11უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში.
- იობი 16:16სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.
- სოფონია 1:12მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო.
განაგრძე კითხვა: იობი 10
სრულად წაიკითხე: იობი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში