გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რუთი 1:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რუთი 1:21

სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა.

რუთი 1:21 · საქართველოს საპატრიარქო

რუთი 1:21 კონტექსტში

1:19იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო. ამბობდნენ, ნაყომი ხომ არ არისო ეს დედაკაცი?

1:20უთხრა მათ: ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა.

1:21სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა.

1:22დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.

პარალელური ადგილები: რუთი 1:21

განაგრძე კითხვა: რუთი 1

სრულად წაიკითხე: რუთი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში