
იობი 10:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე.
იობი 10:16 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 10:16 კონტექსტში
10:14როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.
10:15თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!
10:16წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე.
10:17განაახლებ მოწმეებს ჩემ წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემ წინააღმდეგ.
10:18რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე!
პარალელური ადგილები: იობი 10:16
- ესაია 38:13დილამდე ველოდი, რომ ლომივით შემიმუსრავდა ძვლებს; დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
- გლოვა იერემიასი 3:10დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული;
- იობი 5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
- რიცხვთა 16:29თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
- რიცხვთა 16:30თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელ მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.
- ოსეა 13:7მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.
- ოსეა 13:8ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
- მეორე სთვლისაება 28:59შეგყრის უფალი გაუგონარ სატკივრებს შენ და შენს შთამომავლობას, ძნელ და უკურნებელ სატკივრებს, მძიმე და უკურნებელ სნეულებებს.
განაგრძე კითხვა: იობი 10
სრულად წაიკითხე: იობი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში