
იობი 10:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?
იობი 10:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 10:6 კონტექსტში
10:4ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?
10:5განა ადამიანის დღეებივითაა შენი დღეები? განა შენი წლები კაცის დღეებივითაა?
10:6რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?
10:7ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.
10:8შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.
პარალელური ადგილები: იობი 10:6
- სოფონია 1:12მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო.
- იერემია 2:34შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას?
- ფსალმუნები 44:21განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
- იობი 14:16თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი.
- ფსალმუნები 10:15უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
- იობი 10:14როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.
- იობი 10:17განაახლებ მოწმეებს ჩემ წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემ წინააღმდეგ.
- კორინთელთა მიმართ ა 4:5ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თითოეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.
განაგრძე კითხვა: იობი 10
სრულად წაიკითხე: იობი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში