
იობი 10:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.
იობი 10:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 10:8 კონტექსტში
10:6რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?
10:7ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.
10:8შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.
პარალელური ადგილები: იობი 10:8
- ფსალმუნები 119:73შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
- ესაია 43:7ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.
- იერემია 18:3ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.
- იერემია 18:10მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.
- იობი 10:3კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?
- შესაქმე 6:6ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა.
- შესაქმე 6:7თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.
განაგრძე კითხვა: იობი 10
სრულად წაიკითხე: იობი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში