
იობი 12:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს.
იობი 12:25 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 12:25 კონტექსტში
12:23აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება;
12:24ჭკუას ურევს ქვეყნის ერის თავკაცებს და უგზოუკვლო უდაბნოში ახეტიალებს;
12:25ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს.
პარალელური ადგილები: იობი 12:25
- იობი 5:14დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.
- ფსალმუნები 107:27წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
- ესაია 19:14რეტი დაასხა მათ უფალმა და აატორტმანეს ეგვიპტე ყველა საქმეში, როგორც რწყევისას ტორტმანებს მთვრალი. -
- ესაია 24:20მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:11ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.
- მოციქულთა საქმენი 13:11აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
- შესაქმე 19:11იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
- მეორე სთვლისაება 28:29ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას; იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე.
განაგრძე კითხვა: იობი 12
სრულად წაიკითხე: იობი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში