
იობი 13:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე.
იობი 13:16 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 13:16 კონტექსტში
13:14რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?
13:15კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
13:16ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე.
13:17გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს;
13:18აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები.
პარალელური ადგილები: იობი 13:16
- ესაია 12:1შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
- ფსალმუნები 118:21გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
- ესაია 33:14შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?
- მოციქულთა საქმენი 13:47რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
- იობი 36:13გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ;
- იობი 27:8რადგან რისი იმედი ექნება უღვთოს, როცა გაჰკვეთს, როცა ამოართმევს სულს ღმერთი?
- იობი 27:10ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში