
იობი 14:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება,
იობი 14:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 14:11 კონტექსტში
14:9წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი.
14:10მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?
14:11წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება,
14:12ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ გამოიფხიზლებენ ძილისაგან.
14:13ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!
პარალელური ადგილები: იობი 14:11
- ესაია 19:5წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება,
- იერემია 15:18ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი.
- იობი 6:15ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.
- იობი 6:18იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან,
განაგრძე კითხვა: იობი 14
სრულად წაიკითხე: იობი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში