
იობი 14:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი.
იობი 14:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 14:9 კონტექსტში
14:7რადგან ხესაც აქვს იმედი - თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება.
14:8თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში,
14:9წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი.
14:10მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?
პარალელური ადგილები: იობი 14:9
- რომაელთა მიმართ 11:17ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათს ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი,
- რომაელთა მიმართ 11:24ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?
- ეზექიელი 17:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;
- ეზექიელი 17:10აჰა, დარგულია, მაგრამ თუ იღორძინებს? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეძგერება? იმ კვალშივე გახმება, სადაც აღმოცენდა.
- ეზექიელი 17:22ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი ნაძვიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ.
- ეზექიელი 17:24მიხვდებიან მინდვრის ხეები, რომ მე, უფალი, ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლს ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.
- ეზექიელი 19:10დედაშენი ვაზს ჰგავდა, ბროწეულის ყვავილს, წყლის პირას დარგულს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლის გამო.
განაგრძე კითხვა: იობი 14
სრულად წაიკითხე: იობი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში