
იობი 14:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.
იობი 14:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 14:2 კონტექსტში
14:1კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;
14:2ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.
14:3და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?
პარალელური ადგილები: იობი 14:2
- ესაია 40:6ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი.
- ესაია 40:8გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ.
- იობი 8:9(რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:24ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
- ფსალმუნები 103:15ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
- ფსალმუნები 103:16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
- ნეშტთა შორისა ა 29:15ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენ წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
- იაკობის ეპისტოლე 4:14მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,
განაგრძე კითხვა: იობი 14
სრულად წაიკითხე: იობი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში