
იობი 14:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;
იობი 14:1 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 14:1 კონტექსტში
14:1კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;
14:2ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.
14:3და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?
პარალელური ადგილები: იობი 14:1
- იობი 5:7ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
- ეკლესიასტე 2:23დღენი მისნი სატანჯველია, საზრუნავი მისი - წუხილი, ღამითაც არ ისვენებს, შფოთავს გული. აჰა, კვლავ ამაოება.
- იობი 25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
- იობი 7:1კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.
- შესაქმე 47:9უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
- იობი 9:25ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ;
- იობი 15:14რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
- ფსალმუნები 51:5აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
განაგრძე კითხვა: იობი 14
სრულად წაიკითხე: იობი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში