
იობი 15:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 15:17 კონტექსტში
15:15აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!
15:16რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
15:17გეტყვი და მომისმინე, გიამბობ, რაც ვნახე,
15:18რაც ბრძენებს შეუტყვიათ და არ დაუმალავთ თავისი მამა-პაპისგან განაგონი;
15:19მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა და უცხოს არ გაუვლია მათ შორის;
პარალელური ადგილები: იობი 15:17
- იობი 34:2ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, გაგებულნო!
- იობი 5:27აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის!
- იობი 13:5დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
- იობი 13:6ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!
- იობი 36:2ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად:
- იობი 33:1აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში