
იობი 13:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 13:5 კონტექსტში
13:3მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
13:4თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
13:5დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
13:6ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!
13:7ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს?
პარალელური ადგილები: იობი 13:5
- იგავესნი 17:28მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული - ჭკვიანად.
- იობი 13:13დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!
- ეკლესიასტე 5:3როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- იობი 18:2როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.
- იობი 19:2როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით?
- იობი 21:2კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა:
- იობი 21:3ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს, დამცინეთ.
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში