
იობი 15:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
იობი 15:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:2 კონტექსტში
15:1მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
15:2ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
15:3უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?
15:4შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
პარალელური ადგილები: იობი 15:2
- იობი 6:26როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი.
- ოსეა 12:1ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს.
- იობი 8:2როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები.
- იობი 13:2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
- იაკობის ეპისტოლე 3:13ვინაა თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
- იობი 11:2განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?
- იობი 11:3შენი ფუჭსიტყვაობა ჩააჩუმებს ადამიანებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი?
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში