
იობი 15:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?
იობი 15:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:3 კონტექსტში
15:1მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
15:2ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
15:3უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?
15:4შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
15:5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
პარალელური ადგილები: იობი 15:3
- კოლასელთა მიმართ 4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
- მალაქია 3:13მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?
- მალაქია 3:15ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო!
- იობი 26:1მიუგო იობმა და უთხრა:
- იობი 26:3რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
- იობი 13:4თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
- იობი 13:5დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:4მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი,
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში