
იობი 15:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
იობი 15:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:4 კონტექსტში
15:2ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
15:3უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?
15:4შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
15:5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
15:6შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენ წინააღმდეგ,
პარალელური ადგილები: იობი 15:4
- რომაელთა მიმართ 3:31მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
- ფსალმუნები 36:1გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
- ფსალმუნები 36:3მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
- ფსალმუნები 119:126ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
- ნეშტთა შორისა ა 10:13მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ღალატობდა იგი უფალს, უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა.
- ნეშტთა შორისა ა 10:14უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს მისცა.
- იობი 27:10ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?
- იობი 5:8ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში