
იობი 15:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.
იობი 15:28 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:28 კონტექსტში
15:26ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
15:27რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.
15:28მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.
15:29ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე.
15:30ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.
პარალელური ადგილები: იობი 15:28
- იობი 3:14მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- იერემია 51:37ნანგრევებად იქცევა ბაბილონი, ცურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად, და არავინ იცხოვრებს იქ.
- იობი 18:15მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს;
- იერემია 26:18მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა იუდას მეფის, ხიზკიას დროს და ეუბნებოდა მთელ იუდას: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ყანად გადაიხნებაო სიონი და ქვის გროვად იქცევაო იერუსალიმი და ტაძრის მთა ტყის ბორცვადო.
- ესაია 5:8ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.
- ესაია 5:10ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!
- მიქა 3:12ამიტომ შენ გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში