
იობი 15:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
იობი 15:26 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 15:26 კონტექსტში
15:24აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.
15:25რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
15:26ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
15:27რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.
15:28მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.
პარალელური ადგილები: იობი 15:26
- ნეშტთა შორისა ბ 32:13განა არ იცით რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შესძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები?
- ნეშტთა შორისა ბ 32:17უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხიზკიაჰუს ღმერთი ვერ იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან.
- შესაქმე 49:8იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
- იობი 16:12უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
- ფსალმუნები 18:40და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
- ნეშტთა შორისა ბ 28:22თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი.
განაგრძე კითხვა: იობი 15
სრულად წაიკითხე: იობი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში