
იობი 17:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
იობი 17:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 17:9 კონტექსტში
17:7დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.
17:8გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.
17:9მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
17:10თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენ შორის.
17:11ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.
პარალელური ადგილები: იობი 17:9
- იგავესნი 4:18მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
- ესაია 1:15ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!
- ესაია 1:16განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
- იობი 22:30ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:9მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- იგავესნი 14:16ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული.
- შესაქმე 20:5განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.
განაგრძე კითხვა: იობი 17
სრულად წაიკითხე: იობი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში