
იობი 17:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენ შორის.
იობი 17:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 17:10 კონტექსტში
17:8გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.
17:9მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
17:10თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენ შორის.
17:11ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.
17:12ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.
პარალელური ადგილები: იობი 17:10
- იობი 42:7მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
- იობი 6:29მობრუნდით, არ იქნება ტყუილი! ჰო, მობრუნდით, ჩემი სიმართლეა აქ!
- იობი 17:4რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ.
- იობი 15:9რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?
- კორინთელთა მიმართ ა 6:5თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენ შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?
- კორინთელთა მიმართ ა 1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
- იობი 32:9დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს.
- მალაქია 3:18კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს.
განაგრძე კითხვა: იობი 17
სრულად წაიკითხე: იობი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში