
იობი 17:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.
იობი 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 17:7 კონტექსტში
17:5ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება.
17:6ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი.
17:7დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.
17:8გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.
17:9მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
პარალელური ადგილები: იობი 17:7
- იობი 16:16სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.
- ფსალმუნები 31:9შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
- ფსალმუნები 31:10რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.
- ფსალმუნები 6:7დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
- გლოვა იერემიასი 5:17ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;
- ფსალმუნები 109:23ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
- იობი 16:8ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება.
- ეკლესიასტე 6:12რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.
განაგრძე კითხვა: იობი 17
სრულად წაიკითხე: იობი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში