
იობი 18:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;
იობი 18:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 18:9 კონტექსტში
18:7დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა;
18:8რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;
18:9ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;
18:10იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
პარალელური ადგილები: იობი 18:9
- ესაია 8:14ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
- ესაია 8:15ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
- იობი 1:15დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
- იობი 5:5რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.
- იობი 1:17ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
განაგრძე კითხვა: იობი 18
სრულად წაიკითხე: იობი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში