
იობი 18:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.
იობი 18:2 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 18:2 კონტექსტში
18:1მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
18:2როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.
18:3რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს თვალში?
18:4ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენ გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
პარალელური ადგილები: იობი 18:2
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- იობი 21:2კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა:
- იობი 11:2განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?
- იობი 13:5დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
- იობი 13:6ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!
- იობი 3:5მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს!
- იობი 3:6ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს!
- იგავესნი 18:13მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
განაგრძე კითხვა: იობი 18
სრულად წაიკითხე: იობი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში