
იობი 18:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;
იობი 18:8 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 18:8 კონტექსტში
18:6სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;
18:7დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა;
18:8რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;
18:9ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;
18:10იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
პარალელური ადგილები: იობი 18:8
- ფსალმუნები 9:15ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
- იობი 22:10ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;
- ფსალმუნები 35:8და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
- ტიმოთეს მიმართ ა 3:7უნდა ჰქონდეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.
- იგავესნი 5:22საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:9ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
- ეზექიელი 32:3ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:26რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.
განაგრძე კითხვა: იობი 18
სრულად წაიკითხე: იობი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში