
იობი 22:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;
იობი 22:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:10 კონტექსტში
22:8მძლავრისაა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ;
22:9ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.
22:10ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;
22:11წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?
22:12განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
პარალელური ადგილები: იობი 22:10
- იობი 18:8რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;
- იობი 18:10იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
- იობი 6:4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
- იობი 13:21შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
- ფსალმუნები 11:6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
- იგავესნი 1:27როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
- იობი 19:6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში