
იობი 20:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:
იობი 20:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 20:4 კონტექსტში
20:2ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი.
20:3ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული:
20:4ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:
20:5ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.
20:6თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
პარალელური ადგილები: იობი 20:4
- იობი 8:8ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის სიბრძნე.
- იობი 8:9(რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).
- შესაქმე 1:28აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
- შესაქმე 9:1აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.
- შესაქმე 9:3ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს.
- იობი 32:7ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე;
- იობი 15:10თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე უხსენი.
- ფსალმუნები 115:16ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
განაგრძე კითხვა: იობი 20
სრულად წაიკითხე: იობი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში