
ფსალმუნი 115:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
ფსალმუნი 115:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 115:16 კონტექსტში
115:14დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
115:15კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
115:16ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
115:17არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
115:18არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 115:16
- ფსალმუნები 8:6გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
- ფსალმუნები 89:11შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
- შესაქმე 1:28აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
- შესაქმე 1:30მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
- იერემია 27:5მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.
- იერემია 27:6ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.
- შესაქმე 9:1აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.
- შესაქმე 9:3ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 115
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 115 · გახსენი ბიბლიის მკითხველში