
იობი 21:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?
იობი 21:28 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:28 კონტექსტში
21:26ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.
21:27აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ.
21:28რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?
21:29შეეკითხეთ გზაზე ჩამვლელებს და მათ მოწმეებს ნუ უარყოფთ:
21:30დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.
პარალელური ადგილები: იობი 21:28
- იობი 8:22შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება.
- იობი 20:7თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?
- ფსალმუნები 37:36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
- რიცხვთა 16:26ასე ელაპარაკა საზოგადოებას: განერიდეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს, მათსას ნურაფერს მიეკარებით, მათი ცოდვების თანაზიარი რომ არ გახდეთ.
- რიცხვთა 16:34მთელი ისრაელი, რომელიც იდგა შორიახლო, გაიქცა მათ ყვირილზე, იფიქრეს, ჩვენც არ ჩაგვყლაპოსო მიწამ.
- იობი 31:37გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.
- იობი 1:3ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.
- ფსალმუნები 52:5ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში