
იობი 21:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.
იობი 21:26 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 21:26 კონტექსტში
21:24მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.
21:25ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.
21:26ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.
21:27აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ.
21:28რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?
პარალელური ადგილები: იობი 21:26
- ეკლესიასტე 9:2ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს და ბოროტს, სუფთას და მირეულს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს.
- ესაია 14:11შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
- იობი 20:11სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში;
- იობი 3:18იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით;
- იობი 3:19იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
- იობი 17:14საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!
- ფსალმუნები 49:14ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
- იობი 19:26და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს;
განაგრძე კითხვა: იობი 21
სრულად წაიკითხე: იობი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში