
იობი 5:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.
იობი 5:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:4 კონტექსტში
5:2უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.
5:3მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.
5:4შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.
5:5რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.
5:6რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება სატანჯველი.
პარალელური ადგილები: იობი 5:4
- ფსალმუნები 127:5ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
- ფსალმუნები 119:155შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
- იობი 1:19ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.
- ფსალმუნები 7:2რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
- იობი 10:7ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.
- იობი 8:4შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე დანაშაულს.
- იობი 4:10ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;
- იობი 4:11ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში