
იობი 22:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.
იობი 22:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:14 კონტექსტში
22:12განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
22:13შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო?
22:14ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.
22:15ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ?
22:16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
პარალელური ადგილები: იობი 22:14
- ფსალმუნები 97:2ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
- ფსალმუნები 139:11და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.
- ფსალმუნები 139:12სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.
- იობი 34:22ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი;
- იობი 26:9შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;
- ფსალმუნები 33:14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- იერემია 23:24სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.
- ლუკას სახარება 12:2ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში