
იობი 22:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს;
იობი 22:27 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:27 კონტექსტში
22:25ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.
22:26რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს;
22:27ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს;
22:28რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.
22:29თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.
პარალელური ადგილები: იობი 22:27
- ესაია 58:9მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;
- ფსალმუნები 116:1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:15და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.
- ფსალმუნები 50:14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- ფსალმუნები 91:15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
- ფსალმუნები 66:17მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში