
იობი 22:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.
იობი 22:29 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:29 კონტექსტში
22:27ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს;
22:28რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.
22:29თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.
22:30ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.
პარალელური ადგილები: იობი 22:29
- იაკობის ეპისტოლე 4:6მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.
- იობი 5:19ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა.
- იობი 5:27აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის!
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
- ლუკას სახარება 1:52დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
- მათეს სახარება 23:12რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
- იგავესნი 29:23კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში