
ფსალმუნი 66:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
ფსალმუნი 66:17 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 66:17 კონტექსტში
66:15მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.
66:16მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.
66:17მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
66:18სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
66:19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 66:17
- ფსალმუნები 34:6აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
- ფსალმუნები 116:1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
- ფსალმუნები 116:2რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
- ფსალმუნები 30:1ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
- ფსალმუნები 145:1ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 116:12რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო?
- ფსალმუნები 30:8შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
- ფსალმუნები 34:3ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 66
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 66 · გახსენი ბიბლიის მკითხველში