
ფსალმუნი 19:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
ფსალმუნი 19:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 19:9 კონტექსტში
19:7რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
19:8მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
19:9შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
19:10სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
19:11და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 19:9
- მეფეთა ა 12:24ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.
- ფსალმუნები 119:142სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
- ფსალმუნები 119:137მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
- ფსალმუნები 119:138ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
- ფსალმუნები 119:1ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
- ფსალმუნები 34:11მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
- ფსალმუნები 34:14ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.
- ფსალმუნები 115:13აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 19
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში