
იობი 24:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი;
იობი 24:16 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 24:16 კონტექსტში
24:14დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.
24:15მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს.
24:16ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი;
24:17რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს.
24:18მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ.
პარალელური ადგილები: იობი 24:16
- იოანე 3:20რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მიელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი.
- ეფესელთა მიმართ 5:11ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
- ეფესელთა მიმართ 5:13ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
- გამოსვლა 22:2თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება.
- გამოსვლა 22:3თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.
- იობი 24:13ზოგნი ნათლის მოჯანყენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ ჩერდებიან მის ბილიკებზე.
- ეზექიელი 12:5მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე.
- ეზექიელი 12:7ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ.
განაგრძე კითხვა: იობი 24
სრულად წაიკითხე: იობი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში