
იობი 24:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;
იობი 24:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 24:3 კონტექსტში
24:1რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?
24:2ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;
24:3ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;
24:4გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად.
24:5აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;
პარალელური ადგილები: იობი 24:3
- მეორე სთვლისაება 24:6არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი.
- მეორე სთვლისაება 24:17ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს.
- მეორე სთვლისაება 24:21როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.
- მეფეთა ა 12:3აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.
- იობი 22:6რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს;
- იობი 22:9ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.
- მეორე სთვლისაება 24:10თუ შენს მოყვასს რამეს ასესხებ, ნუ შეხვალ მის სახლში წინდის ასაღებად.
- მეორე სთვლისაება 24:13დაუბრუნე წინდი მზის ჩასვლისას, რომ დაიძინოს თავის სამოსელში და დაგლოცოს. კეთილ საქმედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
განაგრძე კითხვა: იობი 24
სრულად წაიკითხე: იობი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში