
იობი 25:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
იობი 25:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 25:5 კონტექსტში
25:3თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
25:5აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
25:6მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
პარალელური ადგილები: იობი 25:5
- ესაია 60:19დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად.
- ესაია 60:20აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება.
- იობი 15:15აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!
- იობი 31:26თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა
- ესაია 24:23მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:10იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით.
განაგრძე კითხვა: იობი 25
სრულად წაიკითხე: იობი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში