
იობი 25:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
იობი 25:4 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 25:4 კონტექსტში
25:2ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.
25:3თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
25:5აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
25:6მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
პარალელური ადგილები: იობი 25:4
- იობი 15:14რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
- იობი 15:16რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
- რომაელთა მიმართ 5:1ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
- იობი 4:17ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი?
- იობი 4:19რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?
- იობი 9:2ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?
- ფსალმუნები 130:3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
- ფსალმუნები 143:2რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
განაგრძე კითხვა: იობი 25
სრულად წაიკითხე: იობი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში