
იობი 26:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 26:11 კონტექსტში
26:9შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;
26:10შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
26:11ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;
26:12თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;
26:13მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.
პარალელური ადგილები: იობი 26:11
- მეფეთა ა 2:8საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
- ანგეა 2:21ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას;
- ფსალმუნები 18:7გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
- იობი 15:15აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!
- ებრაელთა მიმართ 12:26ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“.
- ებრაელთა მიმართ 12:27ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.
- გამოცხადება 20:11მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:10ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.
განაგრძე კითხვა: იობი 26
სრულად წაიკითხე: იობი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში