
იობი 26:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
იობი 26:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 26:10 კონტექსტში
26:8ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
26:9შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;
26:10შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
26:11ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;
26:12თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;
პარალელური ადგილები: იობი 26:10
- იობი 38:8ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,
- იობი 38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
- იგავესნი 8:29როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,
- იერემია 5:22არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
- ფსალმუნები 33:7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
- ფსალმუნები 104:6უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
- ფსალმუნები 104:9საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
- ესაია 54:9რადგან ეს ნოეს წყლებია ჩემთვის: როგორც დავიფიცე, რომ აღარ მოვავლენდი ნოეს წყლებს ქვეყანაზე, ასე ვფიცავ, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ დაგემუქრები.
განაგრძე კითხვა: იობი 26
სრულად წაიკითხე: იობი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში