
იობი 28:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;
იობი 28:21 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:21 კონტექსტში
28:19ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება.
28:20საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
28:21უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;
28:22ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.
პარალელური ადგილები: იობი 28:21
- ფსალმუნები 49:3ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
- ფსალმუნები 49:4ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
- კორინთელთა მიმართ ა 2:7არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა;
- კორინთელთა მიმართ ა 2:10ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.
- მათეს სახარება 11:25იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
- კოლასელთა მიმართ 2:3რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.
- მათეს სახარება 13:17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.
- მათეს სახარება 13:35რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში