
იობი 28:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
იობი 28:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:20 კონტექსტში
28:18არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.
28:19ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება.
28:20საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
28:21უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;
28:22ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.
პარალელური ადგილები: იობი 28:20
- იაკობის ეპისტოლე 1:5ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
- იობი 28:12სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
- იობი 28:28უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.
- იაკობის ეპისტოლე 1:17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
- იობი 28:23ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;
- ეკლესიასტე 7:23ყოველივე ეს სიბრძნით გამოვიკვლიე; ვთქვი: ბრძენი ვარ-მეთქი, მაგრამ სიბრძნე შორსაა ჩემგან.
- ეკლესიასტე 7:24შორია, რაც იყო, და ღრმა არის, ღრმა, ვინ მიაგნებს?
- იგავესნი 2:6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში