
იობი 28:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;
იობი 28:23 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:23 კონტექსტში
28:21უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;
28:22ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.
28:23ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;
28:24რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელ ცისქვეშეთს ხედავს.
28:25როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,
პარალელური ადგილები: იობი 28:23
- იგავესნი 8:22უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;
- იგავესნი 8:31ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული.
- კორინთელთა მიმართ ა 1:30მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.
- იუდას ეპისტოლე 1:25ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
- რომაელთა მიმართ 11:33ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!
- იგავესნი 2:6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
- იგავესნი 8:14ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა;
- მათეს სახარება 11:27ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში