
იობი 28:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელ ცისქვეშეთს ხედავს.
იობი 28:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:24 კონტექსტში
28:22ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.
28:23ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;
28:24რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელ ცისქვეშეთს ხედავს.
28:25როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,
28:26როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,
პარალელური ადგილები: იობი 28:24
- იგავესნი 15:3ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
- ზაქარია 4:10რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელ ქვეყანას რომ ჭვრეტენ.
- ნეშტთა შორისა ბ 16:9რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.
- ფსალმუნები 33:13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
- ფსალმუნები 33:14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- გამოცხადება 5:6გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელ დედამიწაზე მოვლინებულნი.
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში