
იობი 28:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,
იობი 28:25 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 28:25 კონტექსტში
28:23ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;
28:24რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელ ცისქვეშეთს ხედავს.
28:25როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,
28:26როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,
28:27მაშინ იხილა ის და გამოაცხადა, დააფუძნა და კიდეც გამოსცადა.
პარალელური ადგილები: იობი 28:25
- ფსალმუნები 135:7ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
- ესაია 40:12ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?
- იობი 12:15დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ.
განაგრძე კითხვა: იობი 28
სრულად წაიკითხე: იობი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში