
იობი 3:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
იობი 3:19 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 3:19 კონტექსტში
3:17ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ;
3:18იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით;
3:19იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
3:20რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე,
3:21სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ;
პარალელური ადგილები: იობი 3:19
- იობი 30:23ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;
- ებრაელთა მიმართ 9:27და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,
- ეკლესიასტე 8:8არავის ძალუძს ქარის შეჩერება, ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას, ვერვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან, ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს.
- ეკლესიასტე 12:7მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა.
- ლუკას სახარება 16:22მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
- ლუკას სახარება 16:23ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.
- ფსალმუნები 49:6თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
- ფსალმუნები 49:10რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
განაგრძე კითხვა: იობი 3
სრულად წაიკითხე: იობი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში