
იობი 33:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;
იობი 33:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:20 კონტექსტში
33:18რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
33:19სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
33:20მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;
33:21დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;
33:22მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე;
პარალელური ადგილები: იობი 33:20
- ფსალმუნები 107:17ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
- ფსალმუნები 107:18ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
- იერემია 3:19ვთქვი: როგორ ჩაგთვალო ჩემს შვილებად და მოგცე სანატრელი ქვეყანა, ხალხთა სამკვიდრო, მშვენიერზე მშვენიერი? ვთქვი: მამას დამიძახებთ და აღარ გაბრუნდებით ჩემგან.
- ამოსი 5:11ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.
- შესაქმე 3:6როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
- იობი 3:24რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში