
იობი 31:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
იობი 31:35 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 31:35 კონტექსტში
31:33თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!
31:34რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი.
31:35ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
31:36ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი!
31:37გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.
პარალელური ადგილები: იობი 31:35
- იობი 13:21შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს.
- იობი 13:22მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.
- იობი 40:4აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
- იობი 40:5ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.
- იობი 38:1მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
- იობი 38:3წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:
- იობი 17:3მომხედე, გამიწიე თავდებობა შენ წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?
- იობი 13:3მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
განაგრძე კითხვა: იობი 31
სრულად წაიკითხე: იობი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში