
იობი 13:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
იობი 13:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 13:3 კონტექსტში
13:1ეს ყველაფერი იხილეს ჩემმა თვალებმა, ისმინდა ყურმა და მიხვდა.
13:2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
13:3მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
13:4თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
პარალელური ადგილები: იობი 13:3
- ესაია 41:21წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.
- იობი 31:35ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
- იობი 13:22მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.
- იობი 9:3თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
- ესაია 1:18მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.
- ესაია 1:20თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.
- იობი 23:3ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
- იობი 23:7იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.
განაგრძე კითხვა: იობი 13
სრულად წაიკითხე: იობი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში